როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველასთვის მოულოდნელად დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა - გადაწყვეტილების მიზეზად კი ხშირი ტრავმიანობა დასახელდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა, რომელმაც ხოჭოლავას ფოტო ინსტაგრამ სთორიში დადო.
ცნობისთვის, 31 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მაისური ჯამში 39 შეხვედრაში მოირგო, დებიუტი კი ვლადიმერ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა.