შვიდი ტურის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-14 პოზიციაზე 7 ქულით იმყოფება, მართალია ტენ ჰაგის გუნდს მეტოქეებზე ერთით ნაკლები (6) მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს წარუმატებელი სტარტის სურათს სულაც არ ცვლის.
მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, გუნდის ინგლისელ მცველს, ჰარი მაგუაიერს მაინც სჯერა, რომ წითელ ეშმაკებს კრიზისიდან თავის დაღწევა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.
"მანჩესტერში მე-6 სეზონს ვატარებ და ვიცი ეს რა გრძნობაცაა. ვიცი, რომ რთულ მომენტებში შენზე ზეწოლა მუდმივად იზრდება, მაგრამ რამდენიმე სეზონში უკვე დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.
გუნდის მთავარი პრობლემა თანმიმდევრულობაა და ამის მოგვარებაზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა მაგგუაიერმა.
ცნობისთვის, მანჩესტერ იუნაიტედი მე-7 ტურის მატჩს დღეს, ასტონ ვილას წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.