ესპანეთის ლა ლიგამ და EA Sports-მა მიმდინარე სეზონის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.
ტიტული "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევმა, ლამინე იამალმა მოიგო, რომელიც 17 წლისაა და სექტემბრის თვეში ლა ლიგაში ჩატარებული შეხვედრებით 4 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელაც თანაგუნდელს გაატანინა.