ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის ბარსელონას ახალგაზრდა შემტევმა, ლამინე იამალმა El Chiringuito TV-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, გულშემატკივრების ყურადღება ყველაზე მეტად იმ ფაქტმა მიიქცია, რომ 16 წლის ვარსკვლავმა დაასახელა გუნდი, სადაც არასდროს ითამაშებდა.
"ვარ თუ არა ბარსელონას ისეთი ქომაგი, რომელიც ამბობს რომ რეალში არასდროს ითამაშებს? კი!
ჩემი კუმირი? არაერთხელ მითქვამს რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მე უფრო ნეიმარის თამაშის ყურება მომწონდა..", - განაცხადა იამალმა.