"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების 16 წლის ვარსკვლავმა, ლამინე იამალმა გულშემატკივართან ისაუბრა.
საუბარი შეეხებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დაწესებულ უდიდეს პრიზს "Golden Boy" - ის:
"მე აუცილებლად მოვიგებ ამ ჯილდოს, პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან მაინც მოვიგებ" - განაცხადა იამალმა
ლამინე იამალას მიმდინარე საკლუბო სეზონში 21 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი. სანაკრებო დონეზე კი 4 მატჩში 2 გოლი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების კარში.