ზაფხულში ლივერპული ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის გაშვებას აპირებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.
მათი მტკიცებით, კლუბის მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება გიორგი მამარდაშვილის გამო მიიღეს, რათა ქართველ მეკარეს სასტარტო შემადგენლობაში გზა ხსნილი ჰქონოდა - აღნიშნულის შესახებ უკვე ფლობს ინფორმაციას ალისონიც, რომელსაც კარიერის ევრვოპაში გაგრძელება სურს, შესაბამისად საუდის არაბეთიდან მიღებულ წინადადებებს არ განიხილავს.
რაც შეეხება მამარდაშვილის მთავარ კონკურენტს, ის ირლანდიელი კევინ კელეჰერი იქნება, რომლის მიზანიც მერსესაიდული გუნდის სასტარტოში თავის დამკვიდრებაა.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი ვალენსიასგან 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.