ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის შემდეგ ნაპოლის ქართველის საპირწონე შემცვლელი ამ დრომდე არ მოუყვანია, რაც ცხადია გულშემატკივრებში და მედიაში კითხვის ნიშნებს ბადებს, რასაც კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ადეკვატურად ვერ პასუხობენ.
ყოველივე ამაზე კომენტარი ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმაც გააკეთა.
"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კონტეს ეს პროცესი სიამოვნებდეს - მას აქვს მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ჯოჯოხეთურ შრომას გადის...
პარალელურად კი ჟურნალისტები ზეწოლას ახორციელებენ, რადგან კვარაცხელიას შემცვლელი გუნდში ჯერ კიდევ არ უპოვიათ.
კონტემ ყველას მოუწოდა, რომ დაეფასებინათ ყველაფერი, რაც მისმა გუნდმა გააკეთა. სიმართლე გითხრათ, სახეზე ხელი ავიფარე და გამეცინა, რადგან არ მჯეროდა, რომ ანტონიომ ეს თქვა", - განაცხადა ბუფონმა.