ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა - რომელ კლუბში ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილი? » სპორტის ხაზი

ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა - რომელ კლუბში ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილი?

ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა - რომელ კლუბში ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილი?
18-02-2025, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და კარიერას "გაგრაში" გააგრძელებს.

გამოცდილი მოთამაშისთვის ეს კლუბი ნაცნობია, "ოქრიმ" სწორედ "გაგრასთან" გააფორმა, 16 წლის ასაკში, პირველი პროფესიული კონტრაქტი.

შემდეგ იყო "შახტარი", "ილიჩევეცი", "ჩერნომორეცი", "გენკი", "ესკიშეჰირსპორი", "კრასნოდარი", "ანორთოსისი", "აპოელი" და კვლავ საქართველო.

2023 წლის თებერვალში ოქრიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და "გაგრას" მოთამაშე გახდა, 2024 წლის 6 აპრილს კი კარიერა "დინამო თბილისში" გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილისთვის აქტივში საქართველოს ნაკრებში 50 ჩატარებულ შეხვედრაში გატანილი 13 გოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი