"თუ რამე არასწორად ვთქვი, ბოდიში, მაგრამ..." - უმარ ნურმაგომედოვი დვალიშვილთან მომხდარზე » სპორტის ხაზი

"თუ რამე არასწორად ვთქვი, ბოდიში, მაგრამ..." - უმარ ნურმაგომედოვი დვალიშვილთან მომხდარზე

"თუ რამე არასწორად ვთქვი, ბოდიში, მაგრამ..." - უმარ ნურმაგომედოვი დვალიშვილთან მომხდარზე
21-09-2024, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

უმარ ნურმაგომედოვი რამდენიმე დღის წინ კამარუ უსმანის და ჰენრი სეხუდოს პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, უმარმა მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა და მიზეზიც განმარტა.

"მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა მსურს, რადგან ჩემპიონია - თუ რამე ისე ვთქვი ბოდიში, მაგრამ ცუდი არაფერი მითქვამს, პატივისცემა მერაბს!", - განაცხადა უმარმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლაზე დათანხმდა: "მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა მაგრამ შემდეგ გაირკვა ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ესეც მოხდა მეორე დღეს UFC ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტიურად მიჩალიჩებდნენ ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან მაშინ როცა ვერც დასვენებას მოვაწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლითვის.

მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ.

ქართველებო რო იცოდეთ ეს ბიჭი არაწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა.

თუმცა იმიტომ რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანური მხარდაჭერა აქვს რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის . UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N 2-ს რომ რეიტინგზიც კარგად ჩამჯდარიყო.

მოკლედ UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ მე მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა. ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას
", - დაწერა მერაბმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი