"მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, თურმე..." - მერაბ დვალიშვილი ნურმაგომედოვზე » სპორტის ხაზი

"მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, თურმე..." - მერაბ დვალიშვილი ნურმაგომედოვზე

"მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, თურმე..." - მერაბ დვალიშვილი ნურმაგომედოვზე
20-09-2024, 11:59
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა პოტენციურ მეტოქეზე, უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა და მასთან ბრძოლას დათანხმდა.

"ეს იყო პიტერიანის ბრძოლის შემდეგ.

მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა მაგრამ შემდეგ გაირკვა ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ესეც მოხდა მეორე დღეს UFC ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტიურად მიჩალიჩებდნენ ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან მაშინ როცა ვერც დასვენებას მოვაწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლითვის. მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ.

ქართველებო რო იცოდეთ ეს ბიჭი არაწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა.

თუმცა იმიტომ რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანური მხარდაჭერა აქვს რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის . UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N 2-ს რომ რეიტინგზიც კარგად ჩამჯდარიყო.

მოკლედ UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ მე მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა. ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას
", - წერს მერაბი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი