ამ წუთებში იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის გასვლაზე კალიარს უპირისპირდება და მეტოქეს 0:3 ამარცხებს.
ქართველმა შემტევმა აღნიშნულ შეხვედრაში 5 წუთის ინტერვალში გოლს+ასისტი გაიფორმა და შეხვედრა 74-ე წუთზე დატოვა, მიუხედავად მოედნის ნაადრევად დატოვებისა, ხვიჩამ აღნიშნულ შეხვედრაში Sofascore-ის ვერსიით, ყველაზე მაღალი, 8.6 შეფასება დაიმსახურა.