ამ წუთებში, იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ემპოლი ნაპოლის მასპინძლობს და 80-ე წუთის შემდეგ 0:2 მარცხდება.
მართალია ხვიჩა კვარაცხელიას თავი არც გოლით და არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია, მაგრამ ორივე გოლის ეპიზოდში დიდი სამუშაო შეასრულა.
შეხვედრის 71-ე წუთზე, სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა - ქართველმა შემტევმა Sofascore.com-ის ვერსიით 7.0 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.