'ეს დამსახურებული გამარჯვება იყო' - ლუჩანო სპალეტის კომენტარი 'ემპოლისთან' გამარჯვების შემდეგ » სპორტის ხაზი

'ეს დამსახურებული გამარჯვება იყო' - ლუჩანო სპალეტის კომენტარი 'ემპოლისთან' გამარჯვების შემდეგ

'ეს დამსახურებული გამარჯვება იყო' - ლუჩანო სპალეტის კომენტარი 'ემპოლისთან' გამარჯვების შემდეგ
9-11-2022, 12:42
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ სერია A-ს მე-14 ტურში 'ნაპოლიმ' 'ემპოლი' ანგარიშით 2:0 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატში თავისი პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოედანზე ირვინგ ლოზანო შემოვიდა მოვლენები სხვაგვარად დატრიალდა. მექსიკელმა ჯერ ვიქტორ ისომენის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, ხოლო შემდეგ, რამდენიმე წუთში საგოლე გადაცემაც მიიწერა.

'ეს დამსახურებული გამარჯვება იყო' - ლუჩანო სპალეტის კომენტარი 'ემპოლისთან' გამარჯვების შემდეგ

ნაპოლიმ მატჩი ლოზანოს და ჟელინსკის გოლებით მოიგო


90 წუთის ამოწურვის შემდეგ, მედიასთან კომენტარი ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის ეს გამარჯვება დამსახურებული იყო.

"ჩვენ მოვიგეთ ისე, როგორც იმარჯვებს გუნდი, რომელსაც სამი ქულა სჭირდება. ეს დამსახურებული გამარჯვება იყო. ჩვენ კარგად გამომუშავებული და სწორად დანიშნული პენალტიდან გავიტანეთ, რამაც თამაშის გახსნის საშუალება მოგვცა.'
- თქვა იტალიელმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარტენოპეი 38 ქულით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი