ამ წუთებში მინდინარეობს სერია A-ს მე-20 ტურის ცენტალური შეხვედრა, სადაც ნაპოლი რომას უპირისპირდება, მატჩში ანგარიში კი თანაბარი გვაქვს -1:1.
გოლის გატანა პარტენოპეის რიგებიდან ვიქტორ ოსიმენმა მოახერხა, რომელმაც მე-17 წუთზე რუი პატრისიოს აუღებელი დაურტყა.
აღსანიშნავია, რომ ამ გოლში მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო, რომელმაც ულამაზესი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა.
საგოლე გადაცემის შემდეგ, ქართველს განსაკუთრებულია მომენტი აღარ ჰქონია. ამას ემატება ისიც, რომ 21 წლის შემტევმა გაციების გამო ორი თამაში გამოტოვა, ამიტომ გუნდის თავკაცმა ხვიჩა გაიყვანა და მის მაგივრად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.
ცვლილების შემდეგ, sofascore-მა კვარაცხელია ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. ხვიჩამ 6.8 ქულა დაიმსახურა, რაც ნამდვილად არ ყოფილა საუკეთესო შედეგი პარტენოპეის რიგებში.