ამ წუთებში მინდინარეობს სერია A-ს მე-20 ტურის ცენტალური შეხვედრა, სადაც ნაპოლი რომას, ანგარიშით 1:0 ამარცებს.
გოლის გატანა პარტენოპეის რიგებიდან ვიქტორ ოსიმენმა მოახერხა, რომელმაც მე-17 წუთზე რუი პატრისიოს აუღებელი დაურტყა.
აღსანიშნავია, რომ ამ გოლში მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო, რომელმაც ულამაზესი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა.
ამ საგოლე მოქმედებით 21 წლის შემტევს იტალიის ჩემპიონატში 8 ასისტი დაუგროვდა, რაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო შედეგია.