იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის გარდამავალი ხასიათით დაიწყო.
პირველ ტურში ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ 45 წუთი ითამაშა, შემდეგ კი მინდორი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა.
მიუხედავად ამისა, კვარამ მეორე ტურში გოლითა და საგოლე პასით გაიბრწყინა, მესამეში კი საკუთარი აქტიურობით გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
სწორედ ამიტომ, ნაპოლის გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!