ტრავმა და შვილის მოლოდინი - ითამაშებს თუ არა ხვიჩა ბოლონიასთან » სპორტის ხაზი

ტრავმა და შვილის მოლოდინი - ითამაშებს თუ არა ხვიჩა ბოლონიასთან

ტრავმა და შვილის მოლოდინი - ითამაშებს თუ არა ხვიჩა ბოლონიასთან
21-08-2024, 18:41
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიასთვის იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, შემდეგ კი მინდორი ტრავმირებულმა დატოვა.

გარდა ამისა, კვარას ახლა სხვა საფიქრალიც აქვს, თანაც გაცილებით მნიშვნელოვანი. ხვიჩა თბილისში იმყოფება და დღე დღეზე შვილის დაბადებას უცდის.

მიუხედავად ამ ორი საკითხისა, ნეაპოლური გამოცემა Spazionapoli ირწმუნება, რომ ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში მაინც ითამაშებს.

მათი თქმით, ქართველს ტრავმის განსაკუთრებული რეციდივი არ ექნება, მშობიარობაზე დასწრება კი მეორე ტურამდე ჩვეულებრივ მოესწრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი