იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძე გააძევეს.
ნამატჩევს, "ემპოლის" თავკაცმა, რობერტო დ’ავერსამ, გასულ თამაშსა და ქართველი მცველის მომენტზე ისაუბრა.
"გოგლიჩიძემ ბოდიში უკვე მოიხადა, ახლა კი მისთვის რაიმეს თქმა ზედმეტია.
მოძრაობის დროს მან, ცხადია, ტურამს ფეხში ჩაარტყა, სათქმელია, რომ არა განზრახვით.
ახლა უკვე ჩემი მხრიდან, მისგან "განტევების ვაცის" გამოყვანა უზნეობა იქნება და მომენტი ჩავლილია."
- ამბობს იტალიელი.