იტალიის სერია ა-ს მეათე ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის "ემპოლიმ" სტადიო კარლო კასტელანიზე "ინტერს" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
შეხვედრის 31-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს მასპინძელთ ქართველი მცველი, გოგლიჩიძემ მარკუს ტიურამზე უხეშად ითამაშა, რომელიც მთავარმა მსაჯმა ჯერ ყვითელი, ხოლო ვიდეო რეფერიზე გადამოწმების შემდეგ, წითელი ბარათით შეაფასა.
იხილეთ ვიდეო: (Setanta Sports Georgia)