დაახლოებით 1 კვირის წინ, ქართული მედიისგან საბა გოგლიჩიძის შესახებ შევიტყვეთ, ფეხბურთელის, რომელსაც ემპოლის უკავშირებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამავე ფეხბურთელის ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა სულ რამდენიმე საათის წინ გააოფიციალურა, გოგლიჩიძე კი სერია A-ში გადასული მე-4 ქართველი გახდა.
როგორც კონტრაქტის დეტალებში წერია, საბა გოგლიჩიძემ ემპოლისთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გააფორმა.
ამდენად, 2023/2024 წლების სერია A-ში ჩვენს ქვეყანას უკვე 4 წარმომადგენელი ეყოლება, ესენია: ხვიჩა კვარაცხელია, საბა საზონოვი, გიორგი კვერნაძე და საბა გოგლიჩიძე.