საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე გამართული 2 მატჩის შემდეგ კვლავ მოგების გარეშეა - ამჯერად "ბორჯღალოსნებმა" ყველასთვის მოულოდნელად პორტუგალია ვერ დაამარცხეს და მეტიც, წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა, საბოლოოდ შეხვედრა 18:18 დასრულდა.
მსოფლიო თასზე ქართველი მორაგბეების ფიასკოს ცხადია სოციალურ ქსელში გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ - მათი უმრავლესობა მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომას ითხოვს.