დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა კვლავ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ყაზახურ ასტანასთან განმეორებით მატჩში 1:2 დამარცხდა.
ცნობისთვის, პირველი ტაიმი დინამო თბილისმა მინიმალური სხვაობით მოიგო, თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, გუნდმა ორი მოულოდნელი ბურთი გაუშვა (50-ე და 51-ე წუთებზე).
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში უკმაყოფილება არ დაუმალავთ.