ჭიაბრიშვილი: "ხვალინდელ თამაშში მსგავსი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ იქნება" » სპორტის ხაზი

ჭიაბრიშვილი: "ხვალინდელ თამაშში მსგავსი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ იქნება"

ჭიაბრიშვილი: "ხვალინდელ თამაშში მსგავსი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ იქნება"
18-07-2023, 22:44
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ ასტანასთან საპასუხო შეხვედრას გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ჭიაბრიშვილმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

"პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, რადგან ძალიან განსხვავებულ პირობებში მოგვიწია თამაში. შეხვედრის საწყის წუთებში დაშვებული შეცდომები ვთვლი, რომ სწორედ ამ პირობებით იყო განპირობებული. ხვალინდელ თამაშში კი ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

ანზორ მექვაბიშვილმა და ზორან მარუშიჩმა ვარჯიში განაახლეს, შესაბამისად ორივე ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. თუ რა დოზით გამოვიყენებთ მათ ამას ხვალ იხილავთ
", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ცნობისთვის, გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი