საფრანგეთის ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცი მარსელს შეხვდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ მიქაუტაძემ მსაჯს პირველ ტაიმში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევებინა და ამით მეცს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ქართველმა ფეხბურთელმა მინდორი ნაადრევად ტრავმის გამო დატოვა და იყო შანსი, რომ ქართველს მონპელიესთან თამაში გამოეტოვებინა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ფრანგული მედია ადასტურებს, რომ გიორგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მომდევნო ტურში თავის გუნდ დაეხმარება.
ცნობისთვის, მეცისა და მონპელიეს დაპირისპირება 18 თებერვალს შედგება.