ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა "ბილბაოს" შემტევ ნიკო უილიამსზე ისაუბრა, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა და მისი თავიანთ გუნდში ხილვის სურვილი მსოფლიოს ტოპ კლუბებს, მათ შორის "ბარსელონასაც" გაუჩნდა.
"ნიკო უილიამსის შეძენა ბარსელონას უნდოდა, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს.
მიხარია, რომ ის კვლავ ბილბაოში და ესპანეთში თამაშობს. ეს სასიხარულოა, იმიტომ რომ ტურნირს კონკურენტუნარიანობას უზრდის."