კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ ვიხილეთ, თუმცა მბაპე კვლავ "პსჟ"-ში დარჩა.
მიუხედავად ამისა, კილიანის სატრანსფერო მითქმა-მოთქმა არ ჩერდება, ყველაზე აქტიურად კი, რა თქმა უნდა, კვლავ მადრიდის "რეალის" სახელი ფიგურირებს.
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ მბაპეს ლა ლიგაში ტრანსფერის შანსებს 70-80 %-ით აფასებს:
"100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მბაპე ოდესმე ლა ლიგაში ითამაშებს, ეს მისი ბედისწერაა. მომდევნო სეზონში მისი ტრანსფერის შანსებს დაახლოებით 70-80 %-ს მივცემდი", - განაცხადა ტებასმა Movistar+-თან საუბრისას.
მბაპეს "პსჟ"-სთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.