ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა მედიასთან კომენტარი კილიან მბაპესა და მადრიდის რეალის შესახებ გააკეთა.
როგორც ის ამბობს, დიდი შანსია, რომ საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ლიდერი უახლოეს მომავალში მადრიდულ გრანდში გადავიდეს, რისი შანსიც, ტებასის აზრით, 50%-მდეა.
"მიუხედავად ჩემი ნათქვამისა, ეს მხოლოდ ჩემივე აზრია, რაც განსაკუთრებულს არაფერს წყვეტს", - ამატებს ნათქვამს ხავიერ ტებასი
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე მადრიდის რეალს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაუკავშირეს, მას შემდეგ კი ფრანგისა და რეალის საგამ დაუსრულებელი სახე მიიღო.