"ლივერპულმა მამარდაშვილის თაობაზე მითხრა, მაგრამ.." - ალისონი არსად წასვლას არ აპირებს » სპორტის ხაზი

"ლივერპულმა მამარდაშვილის თაობაზე მითხრა, მაგრამ.." - ალისონი არსად წასვლას არ აპირებს

"ლივერპულმა მამარდაშვილის თაობაზე მითხრა, მაგრამ.." - ალისონი არსად წასვლას არ აპირებს
25-08-2024, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლივერპული გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული. რამდენიმე გავლენიანი გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ ინგლისურმა გრანდმა ქართველ მეკარესთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა დეტალებს ვალენსიასთან აზუსტებს.

მათი მტკიცებით, გიორგი 1 წლიანი იჯარით, კვლავ ვალენსიაში დარჩება, ხოლო მომდევნო სეზონში ალისონ ბეკერი გუნდს დატოვებს და ქართველიც ლივერპულის მთავარი მეკარე გახდება, მაგრამ როგორც ბრაზილიელმა მეკარემ განაცხადა, არსად წასვლას არ აპირებს.

"ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ მაცნობა და ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეა იყო - კლუბი მომავლისთვის უნდა მოეზმადოს.

რაც შეეხება ჩემს საკითხს, ნამდვილად ვთქვი უარი არაბული კლუბების შეთავაზებაზე, რადგან აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვაპირებ კონტრაქტის ამოწურვამდე (2026 წლამდე) დავრჩე. შეიძლება +1 წლითაც
", - განაცხადა ალისონმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი