უცხოური გამოცემა Fichajes-ის მტკიცებით, ლივერპული საქართველოს ნაკრების და ვალენსიას ახალგაზრდა მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით არის დაინტერესებული.
წყაროს თქმით, იურგენ კლოპს ქართველი მეკარის თამაში ძალიან მოსწონს და 22 წლის მეკარეს ადრიანის შემცვლელად (რომელიც დიდი ალბათობით ინგლისურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს) შემცვლელად განიხილავს.
როგორც ჩანს, მერსესაიდელებს, გიორგის შეძენა სათადარიგო მეკარედ სურთ, რადგან ალისონ ბეკერი ამჟამად ლივერპულის შეუცვლელი წევრია და რთულად წარმოსადგენია, რომ ბრაზილიელმა მეკარემ გუნდი უახლოეს მომავალში დატოვოს.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილს ვალენსიასთან არსებული კონტრაქტი 2027 წლის გაზაფხულამდე აკავშირებს.