31 ივლისი - როგორია ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე » სპორტის ხაზი

31 ივლისი - როგორია ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე

31 ივლისი - როგორია ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე
30-07-2024, 23:48
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიადაზე, საქართველოს წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება და კვლავ ოქროს მედლის გარეშე ვასპარეზობთ - ერთადერთი მედალი (ვერცხლის) ტატო გრიგალაშვილის სახელზეა.

დიდია ალბათობა, რომ ეს სურათი ხვალ შეიცვალოს და პირველ ოქროსაც დავეუფლოთ - 31 ივლისს, საქართველოს სახელს ოლიმპიადაზე ერთადერთი ზიუდოისტი და ტურნირის ფავორიტი, ლაშა ბექაური დაიცავს.

მისი პირველი მეტოქე კარამნობ საგაიპოვი (ლიბანი) ან ივაილო ივანოვი (ბულგარეთი) იქნება - ლაშა ბექაური მეორე ტატამზე, მე-14 გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან აიღებს სტარტს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი