პარიზის ოლიმპიადაზე, საქართველოს წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება და კვლავ მედლის გარეშე ვასპარეზობთ.
დიდია ალბათობა, რომ ეს სურათი ხვალ შეიცვალოს და პირველ მედალსაც დავეუფლოთ - 30 ივლისს, საქართველოს სახელს ოლიმპიადაზე ორი ძიუდოისტი ეთერ ასკილაშვილი და ტატო გრიგალაშვილი დაიცავენ.
ეთერის პირველი მეტოქე სლოვაკი ანდრეა ლესკი იქნება (-63კგ) და ქართველი ჯუდოკა მეორე ტატამზე მე-9 გამოვა.
რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს, ახალგაზრდა ძიუდოისტი მოლდოველ მიხაილ ლატისევს (-81კგ) დაუპირისპირდება და პირველ ტატამზე მე-10 გამოვა.
ძიუდოს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან აიღებს სტარტს.