პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება და ჯერ კიდევ უმედლოდ ვართ.
ერთ-ერთი, ვისგანაც მთელი საქართველო მედალს ველოდებით, ტატო გრიგალაშვილია, რომლის 3 წლის წინანდელი ინტერვიუც Sportall-მა გამოაქვეყნა.
ჩვენ კი ყველაზე საინტერესო ნაწილს გთავაზობთ, სადაც ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადის მნიშვნელობაზე საუბრობს:
"რა თქმა უნდა, მთავარი საზომი ოლიმპიადაა, პიკშიც მაგ დროს უნდა ვიყო. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალების ბოლომდე აღდგენას შევძლებ, ოლიმპიადაზე კი საქართველოს ჰიმნი უნდა ავაჟღერო!", - განაცხადა ტატომ.
ცნობისთვის, ტატო პარიზის ოლიმპიადაზე ხვალიდან ჩაერთვება, მისი პირველი მეტოქე კი მოლდოველი მიჰაილ ლატიშევია იქნება.