მოგეხსენებათ, 26 ივლიის პარიზში სტარტს აიღებს ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები, სადაც საქართველო 28 სპორტსმენის იქნება წარდგენილი.
გავლენიანი სპორტული გამოცემა Sports Illustrated-მა იმ სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მათი აზრით ამ ოლიმპიადაზე მედლებს მოიპოვებენ - სიაში 7 ქართველი მოხვდა.
ოქროს მედალი: ლაშა ტალახაძე (ძალოსანი), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო) და ლაშა ბექაური (ძიუდო).
ვერცხლის მედალი: გიორგი სარდალიშვილი (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (ჭიდაობა).
ბრინჯაოს მედალი: სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ილია სულამანიძე (ძიუდო).
ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.