დიდი დანაკლისი - ვინ გამოტოვებს 1/8 ფინალურ მატჩს მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში » სპორტის ხაზი

დიდი დანაკლისი - ვინ გამოტოვებს 1/8 ფინალურ მატჩს მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში

დიდი დანაკლისი - ვინ გამოტოვებს 1/8 ფინალურ მატჩს მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში
26-06-2024, 00:05
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ქართული მედიის ყურადღება, რა თქმა უნდა, ამ თამაშისკენ არის მიმართული, რადგან პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში "ჯვაროსნები" მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.

მეტოქესთან მარტივი თამაში არ გველის, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში ისტორიას დავწერთ და ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ვითამაშებთ. თუმცა, მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

პორტუგალიასთან მატჩი სხვა ფაქტორებთან ერთად ამ ფეხბურთელებისთვის ორმაგად საყურადღებო იქნება, რადგან თითოეული შეცდომა შესაძლოა ნაკრებს მომავალში ძვირად დაუჯდეს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-საქართველოს დაპირისპირება 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ფელტინს არენაზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი