გუტი: "კვარაზე ცოტა გაბრაზებული ვარ" » სპორტის ხაზი

გუტი: "კვარაზე ცოტა გაბრაზებული ვარ"

გუტი: "კვარაზე ცოტა გაბრაზებული ვარ"
28-06-2024, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა მას შემდეგ, რაც ქართველებმა პორტუგალია დაამარცხეს და ევრო 2024-ის ფლეი ოფში გავიდნენ.

"ხვიჩაზე ცოტათი გაბრაზებული ვარ. რატომ? ინსტაგრამზე მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია.

"მინდა, აქედან მივმართო და იმედია, საქართველოს ნაკრების მაისურს, რომლითაც ევრო 2024-ზე თამაშობს, გამომიგზავნის. ძალიან მინდა, მისი მაისური სახლში მქონდეს, თუმცა, ისეც არ მინდა, ის მაისური გამომიგზავნოს, რომლითაც ესპანეთს გააგდებს", - აღნიშნა გუტიმ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კვარამ განაცხადა, რომ მისი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყო, მან ქართველ ფეხბურთელს თავისი მაისური გაუგზავნა, საპასუხოდ კი არ მიუღია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი