ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპიდან საქართველო ფლეი ოფში ოფიციალურად გავიდა. მათ პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და დამსახურებული გამარჯვებით მოიპოვეს მომდევნო ეტაპის საგზური.
ცნობილი ესპანური გამოცემა "MARCA" ქართველების გმირობაზე წერს.
"საქართველოს პირველი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ისტორიაში შევიდა. ვილი სანიოლის გუნდმა პორტუგალია დაამარცხა, მერვედფინალში გავიდა და ესპანეთს დაუპირისპირდება. ესპანეთი არის ერთადერთი ნაკრები, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო."
"მამარდაშვილის მოგერიებები, მიქაუტაძის გოლები და კვარაცხელიას საოცარი ხარისხი. ამ ყველაფერმა ეს ნაკრები დიდ აღმოჩენად აქცია. მთელი მატჩის განმავლობაში მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო და კარი მშრალად შეინახა".
- ვკითხულობთ სტატიაში.