ოფიციალურად | რომელ კლუბს შეუთანხმდა გიორგი მიქაუტაძე ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | რომელ კლუბს შეუთანხმდა გიორგი მიქაუტაძე ტრანსფერზე

ოფიციალურად | რომელ კლუბს შეუთანხმდა გიორგი მიქაუტაძე ტრანსფერზე
28-06-2024, 12:52
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დაწერა ფაბრიციო რომანომ, რომ გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ მონაკოს კონტრაქტზე სიტყვიერად შეუთანხმდა!

რომანო მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტია, რომელიც 100%-იანი სანდოობით არის გამორჩეული.

როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლიგა 1-ში დარჩება და მომდევნო სეზონიდან მონაკოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს!

23 წლის ფორვარდი ევრო 2024-ზე საოცრად გამოიყურება. გიორგის სამ ტურში სამი გოლი აქვს გატანილი და ერთი საგოლე პასი გაკეთებული, რის ხარჯზეც ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ტურნირის ბომბარდირთა დავას კი ერთპიროვნულად ლიდერობს!

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი