ამით 2004 წლის ჩემპიონ საბერძნეთს ვგავართ - რას გვიმზადებს საქართველო? » სპორტის ხაზი

ამით 2004 წლის ჩემპიონ საბერძნეთს ვგავართ - რას გვიმზადებს საქართველო?

ამით 2004 წლის ჩემპიონ საბერძნეთს ვგავართ - რას გვიმზადებს საქართველო?
28-06-2024, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანული Fourfourtwo წერს, რომ საქართველოს ისეთივე სენსაციის შემოთავაზება შეუძლია, რაც საბერძნეთმა ევრო 2004-ზე საკუთარი ჩემპიონობით გააკეთა.

სხვათა შორის, არსებობს სტატისტიკა, რაც ქართველ გულშემატკივრებს მომდევნო მატჩებისადმი იმედიანად განაწყობს. საქმე იმ მსგავსებას ეხება, რომელიც 2024 წლის საქართველოსა და 2004 წლის ჩემპიონ საბერძნეთს შორის არსებობს.

20 წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის ნაკრებმა ზუსტად ისე მოიპოვა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ (1 მარცხი, 1 ფრე და 1 მოგება). გარდა ამისა, ბერძნებმა ევროზე თავიანთ ისტორიაში სადებიუტო გამარჯვება პორტუგალიასთან მოიპოვეს და ჩვენც ანალოგიური გავაკეთეთ.

საქართველოს არც ისე იოლი გზა შეხვდა. მათ ჯერ ესპანეთის ბარიერის გავლა მოუწევთ, შემდეგ გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ბელგია.. ყველა ეს ნაკრები მათ ბადეშია, თუმცა არც 2004 წელს ელოდა ვინმე ბერძნების გაჩემპიონებას.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის 1/8-ფინალური დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი