მაგარი ამბავი - საქართველოს შეხვედრას სანიოლის თანამემამულეები იმსაჯებენ! » სპორტის ხაზი

მაგარი ამბავი - საქართველოს შეხვედრას სანიოლის თანამემამულეები იმსაჯებენ!

მაგარი ამბავი - საქართველოს შეხვედრას სანიოლის თანამემამულეები იმსაჯებენ!
28-06-2024, 14:26
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების 1/8-ფინალურ დაპირისპირებას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საპლეიოფო შეხვედრის მთავარი არბიტრი 35 წლის ფრანგი, ფრანსუა ლეტესიე იქნება, რომელსაც ასევე ფრანგები დაეხმარებიან, სირილ მუნიე და მეჰდი რაჰმუნი.

რაც შეეხება ჩვენთვის კარგად დაცდილ ვიდეორეფერის ოთახს, იქ ორი ფრანგი არბიტრი, ჟერომ ბრისარი და ვილი დელაოდი იმუშავებენ.

მთავარ არბიტრ ფრანსუა ლეტესიეს მაღალ დონეზე მსაჯობის გამოცდილება უკვე 7 წელია აქვს. სხვათა შორის, ამ მსაჯმა ესპანეთის შეხვედრა ბოლოს 2022 წლის ერთა ლიგის ეგიდით იმსაჯა, სადაც ესპანელებმა ჩეხებთან 2:2 ითამაშეს.

ლეტესიეს საქართველოს თამაშზეც აქვს ნამუშევარი. მან ჩვენი მატჩი დანიის წინააღმდეგ 2019 წელს განსაჯა, სადაც გოლი არცერთ გუნდს არ გაუტანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი