VIDEO: ასე არავინ მოქცეულა | როგორ სცეს პატივი ქართველებს ესპანელმა ქომაგებმა » სპორტის ხაზი

VIDEO: ასე არავინ მოქცეულა | როგორ სცეს პატივი ქართველებს ესპანელმა ქომაგებმა

VIDEO: ასე არავინ მოქცეულა | როგორ სცეს პატივი ქართველებს ესპანელმა ქომაგებმა
30-06-2024, 19:53
Aa Aa
გაზიარება:

თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიაში ერთ-ერთ ბართან ესპანელი ქომაგები "ვივა ესპანიას" მღეროდნენ, შემდეგ კი დაინახეს, რომ საქართველოს გულშემატკივრები მოდიოდნენ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ესპანელებმა ქართველების გამხნევება დაიწყეს და "საქართველო! საქართველო" სკანდირებდნენ, თანაც არა უცხოურ ენაზე, არამედ ქართულად.

ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ქართველმა ქომაგმა გაავრცელა, რომელიც პოსტს აღნიშნულ კომენტარს ურთავს.

"ესპანელები არიან უმაგრესი ხალხი🙏❤️
მღეროდნენ ვივა ესპანიაო და რო დაგვინახეს - საქართველო საქართველო დაიწყეს სკანდირება🙏🇬🇪❤️🥹
თან არა ჯორჯია, საქართველოო🙏❤️🥹
ასე არავინ მოქცეულა აქამდე მთელს ევროზე🙏❤️ უდიდესი Respect ესპანეთს"

ცნობისთვის, შეხვედრა დღეს, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი