იური სიომინი: "კვარა რეალში? გაქაჩავს რო?" » სპორტის ხაზი

იური სიომინი: "კვარა რეალში? გაქაჩავს რო?"

იური სიომინი: "კვარა რეალში? გაქაჩავს რო?"
28-06-2024, 23:17
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა თავკაცმა იური სიომინმა თავის ყოფილ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

კვარაცხელია დიდი ხანია მაღალ დონეზე ასპარეზობს. ხვიჩა ხომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. შესაძლოა, "ნაპოლიში" დარჩენა მისთვის რთული იყოს. სირთულე უფრო იმაშია, რომ კლუბი ხშირად იცვლის მწვრთნელს. მასზე უკეთ არავინ იცის, დარჩეს თუ სხვა გუნდში გადავიდეს.

შეძლებს თუ არა "რეალის" დონის გაქაჩვას? მადრიდში ამ პოზიციაზე უკვე ჰყავთ მოთამაშე. ვფიქრობ, რეალში გადასვლა არ უღირს. იქ რატომ უნდა წავიდეს? პსჟ-ში კი "კვარასთვის" ადგილი არის, იქ გადაბარგება შეიძლება. ამ ვარიანტის განხილვა შესაძლებელია
.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის კლუბი სწორედ მადრიდის რეალი გახლავთ. თუმცა, ჯერჯერობით ქართველი ნაპოლის საკუთრებაა და კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი