ნაჩო მამარდაშვილზე: "მის კარში ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ" » სპორტის ხაზი

ნაჩო მამარდაშვილზე: "მის კარში ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ"

ნაჩო მამარდაშვილზე: "მის კარში ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ"
28-06-2024, 10:10
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ნაკრების მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა საქართველოსთან ჩანიშნულ დაპირისპირებასა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ქართველი მეკარის შესახებ დადებითად ილაპარაკა, თუმცა დასკვნის სახით თქვა, რომ მის კარში ესპანელები ბევრი გოლის გატანას აპირებენ.

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში დამაჯერებლად გამოიყურება და ევროპის ჩემპიონატიც საკმაოდ კარგი აქვს. ის ჩვენი მეტოქე გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა ნუ ინერვიულებთ, რადგან, ვეცდებით, რომ მის კარში ბევრი ბურთი გავიტანოთ, მას წარმატებული დღე არ უნდა ჰქონდეს.

- თქვა ნაჩომ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს 1/8-ფინალური დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი