"ეს ბიჭები 3 წელზე მეტია დიდ სიამოვნებას მანიჭებენ" | ვილი სანიოლი TALK SPORT-თან » სპორტის ხაზი

"ეს ბიჭები 3 წელზე მეტია დიდ სიამოვნებას მანიჭებენ" | ვილი სანიოლი TALK SPORT-თან

"ეს ბიჭები 3 წელზე მეტია დიდ სიამოვნებას მანიჭებენ" | ვილი სანიოლი TALK SPORT-თან
29-06-2024, 22:54
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ცნობილ იუთუბ არხ TALK SPORT-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

''ბოლო 3 წელიწადში ესპანეთთან 4-ჯერ ვითამაშეთ და 4-ჯერ წავაგეთ. განსაკუთრებით გვახსოვს 1:7 წაგება საქართველოში. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება. ტურნირის დაწყებიდან ჩანს, რომ ესპანეთი საუკეთესო გუნდია. ამ მატჩშიც მოედანზე ისე გავალთ, როგორც პორტუგალიასთან შეხვედრაში გავედით. ყოველგვარი წნეხის გარეშე, ვეცდებით, რომ სწორად და ერთად გავაკეთოთ რაღაცები მთლიანად გუნდმა. ფეხბურთის ისტორიაში კი ბევრი სიურპრიზი გვინახავს.

"კიდევ გავიმეორებ, დასაკარგი არაფერი გვაქვს. ვფიქრობ, მოთამაშეები აღფრთოვანებულები არიან, რადგანაც ესპანეთის ასეთ გუნდთან გვიწევს შეხვედრა. არაფრის მეშინია, თუ წავაგებთ და ვერ ვითამაშებთ ისეთივე ფეხბურთს, როგორც პორტუგალიასთან მატჩში ვითამაშეთ. შემიძლია მაინც ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგი ყველა მოლოდინს აღემატება'.

"ჩემს ტელეფონს ამ დროის განმავლობაში ხმა გამოვურთე. ჩემთვის პრივილეგიაა ამ ბიჭების მწვრთნელი ვიყო, რომლებიც 3 წელზე მეტია დიდ სიამოვნებასა და სიხარულს მანიჭებენ. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფანტასტიკურ ტურნირში მონაწილეობას ვიღებ. არ ვიცი მომავალში რა მოხდება, რადგანაც არასდროს არ იცი, რა მოხდება ფეხბურთში, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ საქართველოში."


- აღნიშნა ვილი სანიოლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი