ორმაგი სტანდარტი - გვაქვს მტკიცებულება, რომ გუშინ მსაჯი მკაცრად შეცდა! » სპორტის ხაზი

ორმაგი სტანდარტი - გვაქვს მტკიცებულება, რომ გუშინ მსაჯი მკაცრად შეცდა!

ორმაგი სტანდარტი - გვაქვს მტკიცებულება, რომ გუშინ მსაჯი მკაცრად შეცდა!
1-07-2024, 14:57
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი პირველი გოლი ესპანეთის ნაკრებმა ჩვენს კარში თამაშის წესების დარღვევით გაიტანა, რასაც თავისი არგუმენტირებული ახსნა აქვს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ დგამს დარტყმულის საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯს გიორგი მამარდაშვილი მხოლოდ იმის გამო, რომ მის წინ თამაშგარეში მყოფი ალვარო მორატა დგას, ამით კი როდრი უპირატესობას იღებს და გიორგისგან შორეულ კუთხეში გოლი გააქვს.

ორმაგი სტანდარტი - გვაქვს მტკიცებულება, რომ გუშინ მსაჯი მკაცრად შეცდა!


პასიურ თამაშგარეში მყოფმა მორატამ გიორგის ბურთის დანახვის საშუალება არ მისცა, რის გამოც მსაჯებს გოლი არ უნდა ჩაეთვალათ, თუმცა არბიტრებმა საშინელი შეცდომა დაუშვეს, გულშემატკივარმა კი ორმაგი სტანდარტი დაინახა!

მოდით, გავიხსენოთ ნიდერლანდებისა და საფრანგეთის დაპირისპირება, სადაც ნიდერლანდებს გოლი ზუსტად ანალოგიური შემთხვევის გამო გაუუქმეს,- იხილეთ ფოტო




მეტიც შეგვიძლია ვთქვთ. აქ იმდენად კიდევ არ ახდენს დენზელ დუმფრისი მეკარეზე გავლენას, ვიდრე ამას მორატა მამარდაშვილზე აკეთებდა, თუმცა მსაჯებმა აბსოლუტურად არაადეკვატური და საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც მოგებული ტაიმი საქართველოს ჯიბიდან ამოაცალა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი