რჩება თუ მიდის? - სანიოლის კომენტარი ნაკრებში საკუთარ მომავალზე » სპორტის ხაზი

რჩება თუ მიდის? - სანიოლის კომენტარი ნაკრებში საკუთარ მომავალზე

რჩება თუ მიდის? - სანიოლის კომენტარი ნაკრებში საკუთარ მომავალზე
3-07-2024, 10:41
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ თბილისში გამართული საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისთებთან ისაუბრა და სამომავლო გეგმებზეც გააკეთა მცირე კომენტარი.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ყველა ბედნიერია - ხალხიც და ფედერაციაც. ფეხბურთიც სწორედ ამიტომაა შექმნილი, რომ ხალხი გაახალისოს. ახლახან დავამთავრეთ შეჯიბრი და ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე", - აღნიშნა ვილიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან 4:1 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი