"არის რაღაცეები რაც ტეხავს" - როგორ გამოეხმაურა ჭანტურია ობოლაძის სკანდალს? (ფოტო) » სპორტის ხაზი

"არის რაღაცეები რაც ტეხავს" - როგორ გამოეხმაურა ჭანტურია ობოლაძის სკანდალს? (ფოტო)

"არის რაღაცეები რაც ტეხავს" - როგორ გამოეხმაურა ჭანტურია ობოლაძის სკანდალს? (ფოტო)
3-07-2024, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის დროს გამართულ ცერემონიალზე მცირე ინციდენტი მოხდა - თავიდან გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძეს გულშემატკივრებისთვის საჯაროდ მიმართვა სურდა, თუმცა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ მას ამის საშუალება არ მისცა.

როგორც მოგვიანებით თავად დიმა ობოლაძემ, ბუდუს მამამ და ბუდუმაც განმარტეს, მსგავსს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და თუ ვინმე დიმას ცილს სწამებდა, მისთვის ბოდიში ჰქონდა მოსახდელი.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი ნიკა ჭანტურია გამოეხმაურა, რომელმაც ბუდუ ზივზივაძის მამის პოსტი გადააზიარე და დაწერა:

"შევირგოთ ეს ბედნიერება და ეს სიხარული რაც ნაკრებმა ამ დღეებში მოგვანიჭა. არის რაღაცეები რაც ტეხავს. გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს ჭანტურია.

"არის რაღაცეები რაც ტეხავს" - როგორ გამოეხმაურა ჭანტურია ობოლაძის სკანდალს? (ფოტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი