ხვიჩას მინიშნება მისცა - რა თქვა სანიოლმა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

ხვიჩას მინიშნება მისცა - რა თქვა სანიოლმა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე

ხვიჩას მინიშნება მისცა - რა თქვა სანიოლმა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე
1-07-2024, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც იცით, ბოლო პერიოდში კვარათი პარი სენ-ჟერმენი აქტიურადაა დაინტერესებული, თუმცა ნაპოლის ხვიჩას გაშვება არ სურს. აი, რა თქვა ამაზე სანიოლმა:

თუ ხვიჩას სურს და გადწყვეტს, რომ პსჟ-ში გადავიდეს, მაშინ ეს უნდა გააკეთოს კიდეც, თუმცა არ უნდა დაავიწყდეს, რომ ნაპოლისთან ამჟამინდელი ხელშეკრულება აკავშირებს და იტალიური კლუბი პატივისცემას იმსახურებს.

- თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გრანდი კვარაცხელიას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის, თუმცა დე ლაურენტისი ხვიჩას არ თმობს, რადგან ნაპოლის ახალი პროექტის მთავარი ქვაკუთხედი სწორედ ქართველი ვინგერი უნდა იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი