მარკო: "ჩვენც და საქართველოც გერმანიასა და ინგლისივით დაცულები უნდა ვიყოთ" » სპორტის ხაზი

მარკო: "ჩვენც და საქართველოც გერმანიასა და ინგლისივით დაცულები უნდა ვიყოთ"

მარკო: "ჩვენც და საქართველოც გერმანიასა და ინგლისივით დაცულები უნდა ვიყოთ"
30-06-2024, 01:30
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ გახსოვთ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიისა და უნგრეთის დაპირისპირება, როდესაც მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც ბევრი ძალიან განუწყრა.

შეხვედრის შემდეგ უნგრელთა მთავარმა მწვრთNელმა მარკო როსიმ განაცხადა, რომ ნაკრების სტატუსს მსაჯებისთვის მნიშნელობა არ უნდა ჰქონდეს.

"მე იმასვე ველი, რასაც მსაჯებისგან მუდამ ველოდი: რომ პირველიდან ბოლო წუთამდე თანმიმდევრულნი იქნებიან. სამწუხაროდ, ნიდერლანდელი არბიტრი გერმანიასთან ჩვენი დაპირისპირებისას ასეთი არ იყო. აი, ყველაფერი.

თავს არ ვიმართლებ. პირველ გოლამდე, ჩემი აზრით, ნაღდი ფოლი იყო. გერმანია, სავარაუდოდ, მაინც მოიგებდა, რადგან პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. საქმე ამაში არ არის.

არსი იმაშია, რომ ასეთ ტურნირზე, განსაკუთრებით VAR-ის გამოყენებისას, ნაკრების სტატუსს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ან საქართველო ისევე უნდა ვიყოთ დაცულები, როგორც გერმანია, ინგლისი და იტალია".


- აცხადებს მარკო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი