'ლაციოს' , 'პალერმოსა' და 'ფიორენტინას' ყოფილმა მწვრთნელმა, დელიო როსიმ რადიო Marte-ს ეთერში 'ნაპოლისა' და ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა.
"გაკვირებული ვარ ნაპოლის მილანთან 8- ქულიანი უპირატესობის გამო. ალბათ ამას სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, ლიდერობა 100 %-ით დამსახურებულია. სეზონის სტარტზე ამდენი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის წასვლა და შემდეგ მათი შეცვლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მათ ეს ბრწყინვალედ გააკეთეს. ამაში სპალეტის როლი კი განსაკუთრებულია.