საქართველოს კარში გატანილი გოლის ავტორმა არდა გიულერმა განაცხადა, რომ მატჩამდე "რეალის" მთავარმა მწვრთNელმა კარლო ანჩელოტიმ მას დაურეკა.
"კარლომ შეხვედრამდე დამირეკა და წარმატებები მისურვა. "ღეალიდან" ყველა ძალიან მამხნევებდა და ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.", - აცხადებს გიულერი.
ცნობისთვის, თურქი ფეხბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იგი რონალდუს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა შეძლო.
საქართველოს ნაკრები მომდევნო დაპირისპირებას ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს გამართავს.